ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ევროპას უბიძგებს, გახდეს უფრო ერთიანი და აქტიური

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ევროპას უბიძგებს, გახდეს უფრო ერთიანი და აქტიური.

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევოკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

„ეს ძალიან მარტივია – ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრიორიტეტი სტრატეგიული დღის წესრიგი და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებაა. ჩვენ თუ თავს გვესხმიან სავაჭრო საკითხებზე, ევროპამ, როგორც ძალამ, უნდა უზრუნველყოს, რომ პატივი სცენ და იმოქმედოს.

ის, რაც ამ მომენტში უკრაინაში ხდება, ის, რაც ხდება პრეზიდენტ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან დაკვაშირებით, ევროპელებს უბიძგებს, იყვნენ უფრო ერთიანები და აქტიურები კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირებისთვის“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. „კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ეს საკმაოდ მალე მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.