ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მარკო რუბიოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"შეერთებული შტატები გმობს რადიკალი ისლამისტი ტერორისტების, მათ შორის, უცხოელი ჯიჰადისტების, ქმედებებს, რომლებმაც ბოლო დღეებში დასავლეთ სირიაში ადამიანები მოკლეს. შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს სირიის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანულ, დრუზულ, ალავიტურ და ქურთულ თემებს და თანაგრძნობას გამოხატავს მსხვერპლთა და მათი ოჯახების მიმართ.
სირიის დროებითმა ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს სირიის უმცირესობათა თემების წინააღმდეგ ჩადენილი ამ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის განმახორციელებლები," - აცხადებს მარკო რუბიო.