დემნა გვასალიამ Balenciaga-ს ახალი კოლექცია წარადგინა

Balenciaga-ს  ახალი კოლექცია

ცოტა ხნის წინ, პარიზში „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მსოფლიოს ბრენდის 2025 წლის ზამთრის სამოსი წარუდგინა.. "ბალენსიაგას" ახალ კოლექციაში, ტრადიციულად, შავი და ნაცრისფერი სამოსი ჭარბობდა.

სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც ვიტორია ჩერეტი, ალესანდრა ამბროსიო, ბარბარა პალვინი და რომეო ბეკჰემი არიან.  შოუმდე რამდენიმე დღით ადრე გასაჯაროვდა მოსაწვევის ფოტო-ვიდეო მასალაც. დემნა გვასალიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მოდის სამყაროს მორიგი კრეატიული იდეა წარუდგინა.  მოსაწვევი ამჯერად სუნამო იყო. მასზე ჩვენების დრო და ადგილი იყო დატანილი. როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, დემნა გვასალია თავის პირობას ასრულებს და ბალენსიაგას შოუები ახლა უფრო სადა და მინიმალისტურია, ვიდრე წარსულში.

ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ საერთაშორისო სკანდალის შემდეგ, რომლის დროსაც ფრანგული მოდის სახლი ბავშვთა ექსპლუატაციის წახალისებაში დაადანაშაულეს, ქართველმა დიზაინერმა განაცხადა, რომ ბრენდის ჩვენებები ექსპერიმენტებზე ორიენტირებული ნაკლებად იქნებოდა.