სიძემ ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა - რა ინფორმაცია აქვს პოლიციას საბედისწერო ქორწილზე (უცხოეთი)

სიძემ პატარაძალი მოკლა

ტაილანდში პარა ათლეტმა, ყოფილმა სამხედრომ თავის ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 წლის ჩატურონგ სუკსული და 44 წლის კანჩანა პაჩუნტუეკი ტაილანდში რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. თვითმხილველების თქმით, სიძემ ქორწილი დატოვა, რის შემდეგაც იარაღით დაბრუნდა, თავის ცოლს, 62 წლის სიდედრსა და 38 წლის ცოლის დას ესროლა.

მის მიერ გასროლილი რამდენიმე ბრმა ტყვია კი ქორწილის ორ სტუმარს მოხვდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი დაიღუპა.

როგორც პოლიციამ BBC-ს განუცხადა, 29 წლის ჩატურონგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარის მოტივი უცნობია. მათივე თქმით, მამაკაცმა იარაღი ერთი წლის წინ შეიძინა.

ქორწილის სტუმრების თქმით, წყვილს ქორწილში უთანხმოება მოუვიდა. მათი ინფორმაციით, ჩატურონგს ცოლთან ასაკობრივი სხვაობა აწუხებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქორწილამდე წყვილი ერთად 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ასევე ნახეთ:

„დანა 100-ჯერ ჩაარტყა“ - შვილმა დედა სასტიკად მოკლა (უცხოეთი)

„საშინელი ავარიაა... სამი სასწრაფოს ბრიგადა იმყოფება“ - რამდენი ადამიანია დაშვებული სენაკში

„შენი 4 ანგელოზი შვილი რატომ დატოვე მარტო...” – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს