მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს

მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს

"ძალიან დიდი მადლობა სამაშველო სამსახურს, რომ სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს, რომელიც მე-5 სართულის ფანჯრიდან იყო გადმოყუდებული და ტიროდა ბოლო ხმაზე.

იმედი მაქვს, სოციალური სამსახურიც ჩაერევა ამ ამბავში და გაირკვევა, რატომ იმყოფებოდა პატარა ბავშვი სახლში მარტო" - ამის შესახებ მოქალაქე ანა სახიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.