სიახლე - დუბაიში პიცას თუ გამოიძახებთ, მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებით მოგიტანენ

პიცა

იმისთვის, რომ პიცა მრავალჯერად გამოსაყენებელ ყუთში იყოს მიწოდებული, აპლიკაციაში ან ვებსაიტზე შეკვეთისას მომხმარებელმა უნდა მონიშნოს „შეკვეთის შეფუთვა მრავალჯერად გამოსაყენებელ ყუთში“.შეკვეთა უფასოა, ჯერჯერობით ასეთ პაკეტში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ხუთამდე პატარა ან საშუალო პიცა. მომხმარებელს შეუძლია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ყუთი კურიერს შეკვეთის მიღებისთანავე ან აცნობოს კომპანიას, როდის და საიდან შეიძლება მისი წაღება.