პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრიამ ჰაუსის“ მონაწილის, ნიკოლოზ ქართველის პირადმა ცხოვრებამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც სალომესთან ურთიერთობა დაეძაბა. სალომეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნიკოს ჰყავდა მეუღლე და მას ატყუებდა. ნიკომ ეს რამდენჯერმე უარყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი ყოფილი მეუღლის გავრცელებული ვიდეოც აქ აღმოჩნდა ამ ფაქტის დამადასტურებელი მოწმობა.
„პრაიმტაიმი“ ნიკოს პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე ესაუბრა.
„4 მეუღლე მყავდა, ოფიციალურად ორი. 5 თვის წინ 6-წლიანი ურთიერთობა დავასრულე. ხუთი თვის წინ გავაოფიციალურეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, 1 თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ დავიშალოთ. იდეალური ურთიერთობა მაქვს ოთხივესთან...
გოგო, რომელმაც ჩემი მხარდამჭერი ვიდეოები გადაიღო, უმაგრესი ადამიანია, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია დღემდე და ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე ასე იქნება. ის დამეხმარა ჩემი შვილის გაზრდასა და აღზრდაში. დღემდე, ჩემს ცხოვრებაში უდიდეს მეგობრად და ადამიანად რჩება.“ - ამბობს ნიკო.