+27 გრადუსი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

მაისის ამინდი

 16 მაისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზე იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმს. დღისით +9, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.