4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს
1747342967
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ უწოდა "ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი". ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დოჰაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ადამიანური დანაკარგისა და საომარ ძალისხმევაზე დახარჯული თანხების გამო.
"იქ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - უბრალოდ, გადავეცით. არავინ იცის, სად არის ეს ფული. არ არსებობს არანაირი აღრიცხვა. უნდა ვაღიარო ზელენსკის დამსახურება. ჩემი აზრით, ისტორიაში ის უდიდესი ვაჭარია. ყოველ ჯერზე, როცა ის შეერთებულ შტატებში ჩამოდიოდა, 100 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა უკან. კარგი ვაჭარია - ასე არ არის?! ბოლო ჯერზე მან ასე კარგად ვეღარ იმუშავა, მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.