1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს.
როგორც ცნობილია, კრემლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ ორმხრივ დოკუმენტებს, რომელთა შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, და იმსჯელებენ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის აქტუალურ საკითხებზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს დრონების ნაწილები და სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა მიჰყიდეს. დასავლური ქვეყნების დაზვერვის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას.
„სი ძინპინი, სავარაუდოდ, აპირებს, განიხილოს პუტინთან და რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთან სანქციების გვერდის ავლის სქემები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთისთვის ჩინური ტექნიკის გადაცემას“, - აღნიშნავენ ექსპერტები.