1737285948
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა, იუწყება BBC რუსული სამსახური.
„დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: ვლადიმერ პუტინი და მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა. ნათქვამია პრესრელიზში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ პუტინი და ლვოვა-ბელოვა ეჭვმიტანილები არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში. ხუთშაბათს გაეროს საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანა შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.