„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
,,პირველ რიგში, ჩინეთის მზარდი როლი გლობალურად თვალსაჩინოა. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა; რომ ეს ურთიერთობები იყოს მყარი და ძლიერი, იმ ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში.
რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ჩვენს რეგიონში სწორედ საქართველოში, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ჩინეთის მხრიდან. ჩვენი ურთიერთობები ბოლო პერიოდში ნამდვილად დინამიურად ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის და რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას ვუთმობთ სწორედ ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თუ სხვა.
ბევრი ნაბიჯი ვიხილეთ ჩინეთის მხრიდან გადადგმული საქართველოსთან ურთიერთობებში, რაც სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და გამყარებას ისახავდა მიზნად, დაწყებული უვიზო მიმოსვლით დამთავრებული თავისუფალი ვაჭრობით და რაც მთავარია, ეს არის დინამიური პროცესი და წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა არსებობს სხვადასხვა მიმართულებით გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე და აღნიშნა, რომ რეგიონული კავშირების კონტექსტში საქართველო მათთვის დასავლეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზაა.
"ზოგადად, როცა ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთობების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ კონტექსტს, რაც ჩვენს გარშემოა, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობები ვაშენოთ სხვადასხვა რეგიონებთან. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობები ასევე დინამიურად ვითარდება ბოლო პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინსვლა იყო სწორედ ამ ხუთ ქვეყანასთან ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ემასპინძლა ხუთივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ცოტა ხნის წინ. ესეც მნიშვნელოვანი ფორმატი იყო. ხუთივე ქვეყნის მხრიდან დაფიქსირდა, რომ მათ აქვთ სურვილი ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების და გაღრმავების, გაძლიერების სხვადასხვა მიმართულებებით და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებს შორის ურთიერთობის კონტექსტში. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი რეგიონი მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში საქართველოსთან ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ საქართველო არის მათთვის დასავლეთთან დამაკავშირებელი გზა"- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ყურის ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე.
"რაც შეეხება ყურის ქვეყნებს, ყურის ქვეყნებთან ურთიერთობებს, იცით, თუ რა ეკონომიკური სიძლიერის ქვეყნებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ძალიან ბევრი განვითარებული, ჩვენზე უფრო ეკონომიკურად წინ წასული ქვეყნებისთვისაც მათთან ურთიერთობების გამყარება, გაძლიერება ინვესტიციების კუთხით, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა.
გარდა ამისა, ვხედავთ რა ხდება რეგიონში და მათი როლი როგორია. თუნდაც სამშვიდობო პროცესებში რა როლს თამაშობენ ისინი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათთან პოლიტიკური დიალოგის ქონა და არა მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის, კონკრეტული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.