პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა გამართლებულია.
„ჩემი აზრით, ეს ორდერი გამართულებულია. აღსანიშნავია, რომ ის არაა საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის ჩვენ მიერ. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.
2022 წლის მარტში, საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.