შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი მოკლეს

 ჩეჩენი ოპოზიციონერი

შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ტუმსო აბდურაჰმანოვი კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო იყო.

"შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი მოკლეს.

რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის ამის დაჯერება ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები ტუმსოზე თავდასხმის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა.

დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ერთადერთი რაც ვიცით არის, რომ მას ესროლეს და ესროლა ადამიანთა ჯგუფმა.

ტუმსო კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო იყო. ის იბრძოდა სიმართლის გზაზე და ბოლომდე ამ გზის ერთგული დარჩა...“ - ნათქვამია ინფორმაციაში.