პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დიდი იმედი აქვს, რომ ზამთარს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ზამთარი, სიცივე და გაჭირვება მისი ტერორის ნაწილად აქციოს.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უპირატესობა არტილერიაში, მაგრამ უკრაინელები იცავენ სახლს, იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს აერთიანებს მთელ მსოფლიოს უკრაინის გარშემო.
„ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში ყოფნა… რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები, გამარჯვებები… ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – სახელმწიფოსიც და ხალხისაც, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს თავდაცვის ძალებს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, ვიპოვოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის მსოფლიოში. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ. ხალხი თქვენთანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი შედეგია, პირადი მიღწევა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.