სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მოხდა არასრულწლოვნების გატაცება. „იმედინიუსი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან.
„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, რომ „ეს არის ისეთი საკითხი, რომლის გადაუმოწმებელმა გავრცელებამ შეიძლება დამაზიანებელი შედეგი მოიტანოს“.
„ამიტომ ვთხოვთ მედისაშუალებებს, სხვა დროს ჩვენი დასტურის გარეშე ასეთ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. როგორც კი მსგავსი საკითხების შესახებ ახალი ამბის ტირაჟირება შესაძლებელი იქნება, ჩვენ თავად მოვახდენთ თქვენი და საზოგადოების ინფორმირებას", - აცხადებენ სუს-ში.