მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ბალიში მდებარე პროფესორ ნგოერის სახელობის საავადმყოფომ უპასუხა გარდაცვლილი ავსტრალიელი ტურისტის ოჯახის პრეტენზიებს და უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
23 წლის ბაირონ ჰედოუ მაისში ბალიზე, აუზში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. როდესაც მისი ცხედარი ავსტრალიაში გადაასვენეს და განმეორებითი ექსპერტიზა ჩაატარა, ჰედოუს დედას უთხრეს, რომ ახალგაზრდა კაცს გული ამოკვეთილი ჰქონდა. მან მომხდარში ინდონეზიელი სასამართლო მედიკოსები დაადანაშაულა.
ამის შემდეგ საავადმყოფოს სამედიცინო სამსახურის დირექტორმა ი მადე დარმაჯაიამ განაცხადა, რომ ავსტრალიელისთვის გული არ მოუპარავთ. „ვაცხადებ საავადმყოფოს სახელით, რომ ჭორები ორგანოების ქურდობის შესახებ მცდარია, გული ექსპერტიზაზე იყო და უბრალოდ მისი დაგვიანებით გაგზავნა მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო“ — თქვა წარმომადგენელმა და განმარტა, რომ ექსპერტიზა პოლიციის მოთხოვნით ჩატარდა.
ავსტრალიელის გული ცხედრისგან განცალკევებით, ,გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დააბრუნეს. ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს დნმ ტესტი, რათა დადასტურდეს, რომ ეს ნამდვილად ჰედოუს გულია, რადგან არსებობს მისი შეცვლის ალბათობა.
გარდაცვლილის მშობლები დამოუკიდებელ პოლიციურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათი შვილის ცხედართან ასეთი მოპყრობა არაადამიანურია. ბალიზე ჩატარებულმა პირველმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილი დადგა ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტის კომბინაციის შედეგად. თუმცა ჰედოუს დედა ეჭვობს, რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლება მკვლელობა ყოფილიყო.