პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს

პაპუაშვილი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განაცხადა პაპუაშვილმას.

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.