როგორი ამინდი იქნება 28 სექტემბერს საქართველოში?

წვიმა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უქმეებზე საქართველოში არამდგრადი და გრილი ამინდები იქნება.

,,28 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით.

დღის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19-დან +21°C-მდე იმერყევებს.

ეს ტემპერატურული ფონი კლიმატურ სტატისტიკასთან მიმართებაში ნორმაა და ამასთანავე კომფორტული.

სასიამოვნო დღეებს გისურვებთ“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.