1766497440
ფილმის „ალესილი კეპები: უკვდავი ადამიანი“ პირველი თიზერი გამოვიდა
Netflix-მა სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ალესილი კეპები: უკვდავი ადამიანი“ თიზერი გამოუშვა. Deadline-ის ინფორმაციით, ფილმის პრემიერა 2026 წლის მარტში შედგება.
პროექტის რეჟისორი ტომ ჰარპერია, სცენარი კი ორიგინალური სერიალის შემქმნელმა, სტივენ ნაიტმა დაწერა. ტომი შელბის როლს კვლავ „ოსკარის“ მფლობელი კილიან მერფი ასრულებს. სამსახიობო შემადგენლობას ახალი სახეებიც შეუერთდნენ: რებეკა ფერგიუსონი, ტიმ როტი, ბარი კეოგანი და ჯეი ლიკურგო. ასევე, ფილმში ვიხილავთ „ალესილი კეპებიდან“ მაყურებლისთვის უკვე ნაცნობ მსახიობებს: სოფი რანდლს, სტივენ გრემს, ნედ დენეჰის, პეკი ლისა და იან პეკს.
სურათის მოქმედება 1940 წლის ბირმინგემში, მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება.
სერიალი „ალესილი კეპები“, რომელიც შელბების ოჯახის კრიმინალურ კლანზე მოგვითხრობს, ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა. 5 წლის შემდეგ პროექტი BAFTA-ს ვერსიით საუკეთესო ბრიტანული შოუ გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მიიღო პრემია National Television Awards, როგორც საუკეთესო დრამატულმა სერიალმა.










