პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი შარშან, ოქტომბერში გარდაიცვალა. ის ცნობილია ჩენდლერის როლით, სიტკომში „მეგობრები“.
პერი ლოს ანჯელესის საკუთარ სახლში, ჯაკუზიში იპოვეს გარდაცვლილი. მას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღენიშნებოდა. მაშინ მედია იუწყებოდა, რომ მსახიობს გული გაუჩერდა.
მეთიუ პერი 54 წლის იყო.
გარდაცვალების მიზეზი მოგვიანებით დადგინდა "კეტამინის მწვავე ეფექტი".
დღეს პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექიმი და რამდენიმე ნარკოდილერი დააკავეს, კეტამინის მიცემის ბრალდებით, რომლისგანაც იგი გარდაიცვალა 2023 წლის ოქტომბერში, იტყობინება TMZ.
დაკავებულების ვინაობა არ სახელდება და უცნობია წაუყენეს თუ არა ბრალი.
მრავალმა სამართალდამცავმა უწყებამ ჩაატარა ჩხრეკა და ამოიღო კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა მოწყობილობები, რათა დაედგინათ, რომელმა ეჭვმიტანილმა მისცა პერის ფატალური დოზა.
ფედერალური ბრალდებები წარდგენილია და გამოცხადდება დღეს პრესკონფერენციაზე აშშ-ს პროკურორთან ლოს-ანჯელესში და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, იუწყება ABC.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩარლი შინის ყოფილი მეუღლე ბრუკ მიულერი იყო მათ შორის, ვინც ლოს-ანჯელესის პოლიციამ "არაერთხელ" დაკითხა.
თუმცა, TMZ-ის ცნობით, ის დაკავებულთა შორის არ სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიულერი და პერი დაუახლოვდნენ რეაბილიტაციის პერიოდში. იგი ამტკიცებდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა მეგობრის სიკვდილთან.
გამოცემა ასევე იტყობინება, რომ არსებობს ტექსტური შეტყობინებები, რომლებშიც განიხილებოდა პერი და კეტამინი, რომელიც მას სჭირდებოდა, ისევე როგორც ის თანხა, რომლის გადასახდელადაც მზად იყო.
გამოძიებამ ასევე დაადგინა სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულია ნარკომანიასთან. - წერს უცხოური მედია