„ორსული ქალი ცემით მოკლა, ცხედარი კი კალათაში დამალა…” - ბრალდებული კაცი პოლიციამ დააკავა (უცხოეთი)

policiis lenti

აიოვას შტატში, მარტში იპოვეს მოკლული ორსული ქალის ცხედარი, რომელიც მკვლელს საყიდლების კალათში ჰქონდა დამალული.

სასამართლოს ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 38 წლის ბრიტანი ჰოპკინსი 28 თებერვალს მოკლეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სასტიკი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 51 წლის მამაკაცი დააკავა.

როგორც გამოძიებიდან ირკვევა, კაცმა ქალს სასტიკად სცემა, ხელები შეუკრა და კალათში დამალა.

ადგილზე მისულ პოლიციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შემზარავი სურათი დახვდა.

სახლის კედელზე იყო სისხლის ლაქები, ხალიჩაზე მათეთრებელი ლაქები, რომელიც ადამიანის სხეულის კონტურს წააგავდა და ჩაქუჩი, რომელსაც თმა და სისხლი ჰქონდა, ნათქვამია საგამოძიებო ოქმში.

მამაკაცს ბრალი წაუყენეს პირველი რიგის მკვლელობაში და ორსულობის შეუთანხმებლად შეწყვეტაში.