Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია

ჯასტინ ტიმბერლეიკი

ცნობილია, რა ეღირება Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

ინფორმაცია სულ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა. 

„გაეცანი ბილეთების საფასო კატეგორიებს და შეთავაზებებს

ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება TKT.ge/JT-ზე. თუმცა Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ Pre Sale-ით ერთი დღით ადრე, 7 აპრილს 12:00 საათიდან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ცნობისთვის, მსოფლიო სუპერვარსკვლავი Justin Timberlake, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.

Justin Timberlake მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.