რატომ არ შეიძლება ორჯერ ადუღებული წყლის დალევა
1740133456
სენატმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე კეშ პატელი დაამტკიცა. 44 წლის პატელის კანდიდატურას 51-მა რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 49 კანონმდებელი, მათ შორის 47 დემოკრატი და ორი რესპუბლიკელი.
პატელი ამ თანამდებობაზე შეცვლის კრისტოფერ რეის, რომელიც ტრამპმა 2017 წელს დანიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად.
დონალდ ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში კეშ პატელი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
პატელი გამოძიების ფედერალური ბიუროს უფლებამოსილების შეზღუდვას და ორგანიზაციიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლებას ემხრობა, რომლებიც დონალდ ტრამპს მხარს არ უჭერენ.
„გამოძიების ფედერალური ბიუროს მთავარი პრობლემა სადაზვერვო დანაყოფებია. მე ამ კომპონენტს გამოვყოფდი. პირველივე დღეს დავხურავდი გამოძიების ფედერალური ბიუროს ჰუვერის სახელობის შენობას და მეორე დღეს გავხსნიდი მას, როგორც „დიფ სთეითის“ მუზეუმს. ამ შენობაში მომუშავე 7 000 თანამშრომელს გავუშვებდი მთელ ამერიკაში დამნაშავეების დასაჭერად. იყავით პოლიციელები“, – აცხადებდა პატელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
სენატში გამართული მოსმენის დროს პატელმა უარყო ინფორმაცია იმის შეახებ, რომ მას აქვს „დიფ სთეითზე“ მომუშავე პირების სია, რომელთა გათავისუფლებასაც აპირებს.
დემოკრატები აცხადებენ, რომ პატელი ტრამპის მტრების წინააღმდეგ შურისძიებას გეგმავს, თუმცა თავად გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი დირექტორი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ვენდეტას არ აპირებს.
კეშ პატელი 1980 წელს აშშ-ში, ინდოელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის 2014 წლიდან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მუშაობდა, ხოლო 2017 წელს დანიშნეს აშშ-ის კონგრესის ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის უფროს მრჩევლად. პატელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 2016 წელს ტრამპის რუსეთთან კავშირების უარყოფის საქმეში. ის ასევე არის „ტრამპ მედია ტექნოლოჯი გრუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ათი წლის ვადით ინიშნება, რათა დაიცვას ბიურო პოლიტიკური გავლენებისგან.