ნახეთ მისამართები, სადაც ხვალ წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728586816
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი.
ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ პაუზას გადაიარაღებისა და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს, რათა შემდეგ ისევ თავს დაესხას უკრაინას.
„ჩვენ სკეპტიკურად მოვეკიდეთ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებებს. პრეზიდენტ პუტინის მოწოდებას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე განვიხილავთ როგორც ცინიზმს. ვფიქრობ, ეს შეფასება დადასტურდა იმით, რაც ვიხილეთ დღის განმავლობაში. შეშფოთებული ვართ, რომ მოსკოვი შეეცდება, გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერი პოტენციური პაუზა გადაიარაღებისთვის, გადაჯგუფებისა და საბოლოოდ, განმეორებითი თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ცნობისთვის, ე.წ. საშობაო ზავის მიხედვით, 36 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინაში ცეცხლი არ უნდა გახსნან. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთია პუტინის პირობა, რომელიც მან გვიან ღამით დადო და დღესასწაულით ახსნა, საშობაო ზავის ინიციატივა პატრიარქ კირილს ეკუთვნოდა. ამის მიუხედავად, ცეცხლი უკრაინაში არ შეწყვეტილა.