„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
სასაცილო ან შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა ჯო ბაიდენის მიერ ოჯახის წევრების წინასწარ შეწყალებაზე
„იცით, სასაცილო ან შესაძლოა, სამწუხაროა, რომ მან თავის თავიც არ შეიწყალა“, – თქვა ტრამპმა.
ჯო ბაიდენმა 20 იანვარს შეწყალების რამდენიმე წინასწარი აქტი გამოსცა, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წუთებში ბაიდენმა გამოსცა წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება.