საქართველომ შეძლო შეუძლებელი. იმ უპრეცედენტო შანტაჟისა და წნეხის ქვეშ მყოფმა მოახერხა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა ბოლო წლების განმავლობაში - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საქართველომ შეძლო შეუძლებელი. იმ უპრეცედენტო შანტაჟისა და წნეხის ქვეშ მყოფმა მოახერხა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„გეგმა B და შეიძლება C - კი არის „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის, საქართველოში აგენტურული ოპოზიციის, რომ სხვა თუ არაფერი, იმ აქციებით, რომელსაც მართავენ, დააზიანონ საქართველოს ეკონომიკა. დეკემბრის თვეში მართლა იყო პატარა ტურბულენტობა, მათ შორის უძრავი ქონების სფეროში, მაგრამ უკვე დეკემბრის ბოლოდან იანვარში, ეს ტენდენცია გაყიდვებისა თავის ძველ კალაპოტს ნელ-ნელა, მაგრამ უბრუნდება. ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება თავის კალაპოტში დგება, ვერ გავახარებ „ნაცებს“ მათი ამ მცდელობების მიუხედავად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.