ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
რუსი მფლობელების ან რუსეთის საკუთრებაში არსებული ათი თვითმფრინავი გერმანულ აეროდრომებზე რჩება და ქვეყანას ვერ ტოვებს, - წერს Deutsche Welle გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურ სამინისტროზე დაყრდნობით.
„ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ: გერმანიამ რუსეთის ავიაციას ცა 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დაუხურა“, - წერს გერმანული მედიასაშუალება.
Deutsche Welle-ს ცნობით, ძირითადად, მცირე ზომის - ბიზნესჯეტებსა და ჩარტერული ფრენებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებზეა საუბარი.