სამხრეთ კორეამ და გერმანიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ და გერმანიამ ყვითელ ზღვაში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რომლის დროსაც გერმანული სამხედრო გემი კორეულ პორტ ინჩხონს ეწვია. ინფორმაციას სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

სწავლების მიზანს საზღვაო მანევრები და სანავიგაციო მონაცემების ურთიერთგაზიარება წარმოადგენდა.

გარდა ამისა, გერმანული სამხედრო ფრეგატი Baden-Wurttemberg, რომელიც წვრთნებში მონაწილეობდა, კორეის ნახევარკუნძულთან გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების აღსრულების პროცესს აკვირდებოდა.