როდემდე გაგრძელდება რთული მეტეოროლოგიური პირობები ქვეყანაში - სინოპტიკოსების განცხადება
1740486748
შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში თავის გვერდზე აზიარებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ-ის რეზოლუციის მიღება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„შეერთებულმა შტატებმა დღეს გაეროს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია.აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფოდ დეპარტამენტის განცხადებაში.