მიწისძვრის ეპიცენტრიდან დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება - ბიძგები პორტ-ვილას მახლობლად დაფიქსირდა
1734418375
საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი.
ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის საცხოვრებელი ნაწილის დაბომბვისას დაიღუპა 1 მოქალაქე, არიან დაშავებულიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 226 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ცდილობს დამალოს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დანაკარგი. მანამდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მსხვერპლის შესახებ პენტაგონმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება წლის ბოლოს დასრულდება და აღარ განახლდება. მისივე განმარტებით, უკრაინა მზადაა ნებისმიერი გაზის ტრანზიტისთვის რუსულის გარდა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯებს და პოტენციურ განლაგებას მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტებზე. ასეთ შემთხვევაში, მისივე განმარტებით, რუსეთი გააუქმებს ყველა ნებაყოფლობით შეზღუდვას საკუთარი რაკეტების განლაგების შესახებ.