1734426839
ხულოელმა MMA-ის მებრძოლმა ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა
ხულოელმა სპორტსმენმა, დიმიტრი ბოლქვაძემ, ბოლო 15 დღის განმავლობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში 2 პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა და ორივე გამარჯვებით დაასრულა.
სპორტსმენს, თავის კარიერაში, სულ 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 9 ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
დიმიტრის მიზანია, უახლოეს პერიოდში ბრძოლა მსოფლიო MMA-ის ყველაზე ძლიერ ორგანიზაცია - UFC-ში გამართოს.