საფრანგეთის ჩრდილოეთით ტყის ხანძრების გამო დაახლოებით 1200 ადამიანია ევაკუირებული - „როიტერი“

ტყის ხანძარი საფრანგეთში

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში გაჩენილი ორი ტყის ხანძრის გამო დაახლოებით 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ საფრანგეთში, პა დე კალეს პრეფექტურის ცნობით, ერთ-ერთი ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა, თუმცა მეორე ხანძრის შემთხვევაში ვითარება რთულია. ტერიტორიამდე მისვლა პრობლემებს უკავშირდება და ცეცხლი სამხრეთის მიმართულებით შეუფერხებლად ვრცელდება.

მედიის ცნობით, საფრანგეთი, და მთლიანად ევროპა, ტყის ხანძრების უჩვეულოდ აქტიურ სეზონს ებრძვის. საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, მონიკ ბარბიუმ განაცხადა, რომ სიცხის ტალღებმა, შესაძლოა, საფრანგეთს პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების სახით 15 მილიარდ ევრომდე ზიანი მიაყენოს.