„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს
1786566911
2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 560 მძღოლს ამოეწურა, ეს კი 200%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ მართვის მოწმობაზე ქულების 186 პირს გაუნულდა.
რაც შეეხება 2026 წელს, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს, მართვის მოწმობაზე ქულები სრულად მხოლოდ 31 პირს ამოეწურა.
ცნობისთვის, თუ ქულები ნულამდე ამოიწურება, მძღოლს ეკრძალება ავტომობილის მართვა. მართვის უფლების დასაბრუნებლად კი აუცილებელია პრაქტიკული და თეორიული გამოცდების თავიდან ჩაბარება.