1739198120
საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო - ჯასტინ ტრუდო
![ჯასტინ ტრუდო ჯასტინ ტრუდო](https://primetime.ge/uploads/files/2025/01/06/109059/jastin-trudo_w_h.jpeg)
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო.
ტარიფებზე საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს არის „მიუღებელი“.
„კანადელები მტკიცედ და ენერგიულად დადგებიან ფეხზე საჭიროების შემთხვევაში“, – თქვა ტრუდომ პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკასა და კანადას.