ქალაქი, სადაც 500 გრამი მანდარინის ქერქი 9 650 დოლარი ღირს

მანდარინის ქერქი

ჩინეთის ქალაქ  ქსი­ნჰუიში  500 გრამი მანდარინის ქერქი 9 650 დოლარი ღირს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საქმე ისაა,რომ ეს ადგილი ნიადაგისა და წყლის უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ითვლება, რომ  ქსი­ნჰუიში მოყვანილი მანდარინი, სხვა რეგიონებში მოყვანილან შედარებით, უფრო მეტ სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს.

მანდარინის ქერქს ჩენპი ეწოდება. ის სასარგებლო იმ შემთხვევაში თუ მას 3 წლის განმავლობაში ყოველ შემოგომასა და ზამთარში მზეზე აშრობენ, დანარჩენ პერიოდში კი მშრალად ინახავენ.

 რაც უფრო ძვე­ლია ჩენპი, მით უფრო ღირებული ხდება.