საბერძნეთში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს - მოქალაქეები სარკინიგზო კატასტროფის გამო, სამართლიანობის აღდგენას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ

აქცია

საბერძნეთში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს. "როიტერის" ინფორმაციით, ქალაქებსა და დასახლებებში აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მოქალაქეები მთავრობისგან სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

დემონსტრანტებს ტრანსპორტის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. 24 საათიანი გაფიცვის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. არ მუშაობს, მეტრო, ტრამვაი და ტაქსი.

2023 წლის თებერვალში, მატარებელი, რომელიც ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა სატვირთო მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა 57 ადამიანი.