საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

საბერძნეთ

საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა, 85 კი - დაშავდა. მომხდარის გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ CNN წერს.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე.

„დიდი აფეთქება გავიგეთ, (ეს იყო) 10 კოშმარული წამი, ვაგონში ვტრიალებდით, სანამ გვერდებზე არ დავეცით და სანამ არეულობა არ შეჩერდა. შემდეგ იყო პანიკა, კაბელებს ცეცხლი მალევე გაუჩნდა. ცეცხლი ყველა მხრიდან იყო“, - განუცხადა 28 წლის სტერგიოს მინენისმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს.

✕