ფეხის ფრჩხილებზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოზის დადგენაა შესაძლებელი
1740342928
რუსეთში იუჟნო-სახალინსკში სამხედრო მოსამსახურემ თავის შვილი გააუპატიურა.
გამოცემა „სიფრთხილე, სიახლე!“ ცნობით, ადგილობრივი გასამხედროებული სამთო სამაშველო ნაწილის 37 წლის უფროსმა სერჟანტმა ალექსანდრე ხოლოდენკომ გააუპატიურა თავისი მეხუთე კლასელი ქალიშვილი და მასზე რამდენჯერმე იძალადა. ხოლოდენკომ სცადა ეძალადა უმცროს, 9 წლის ქალიშვილზეც, რომელმაც მოახერხა გათავისუფლება და გაქცევა.
მომხდარის გამო გოგონების დედამ პოლიციას მიმართა.
უფროსი სერჟანტი დააკავეს, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების მუხლით.