„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსმა დამპყრობლებმა ირპენში დედა და უმცროსი და 17 წლის გოგონას თვალწინ გააუპატიურეს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ ისაუბრა.
ქალი და მისი 15 წლის ქალიშვილი სამმა ოკუპანტმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს და გააუპატიურა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორივე გარდაიცვალა.
ფსიქოლოგიურ შოკში მყოფმა გოგონამ სახლში გვამებით 4 დღე გაატარა, ქალაქის განთავისუფლების შემდეგ კი ბებიასთან მისვლა შეძლო.
გოგონამ თქვა, რომ სანამ მის ახლობლებს კლავდნენ, მას აკავებდნენ და არ შეხებიან -“რადგან მახინჯი ვარ". ოკუპანტებმა გოგონას უთხრეს - „იცხოვრე და გადაეცი სხვებს".
დენისოვამ აღნიშნა, რომ მასთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. გოგონამ და მისმა ბებიამ ამ ამბის გამოქვეყნება ისურვეს.