„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება, - ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა კი, 21 პროცენტი, მოსკოვიდან იყო.
Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა.
Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო კვირების განმავლობაში YouTube-ი შეფერხებით მუშაობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ეს გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეანელონ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა მსხვილ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს, რომ გეგმავენ, YouTube ვიდეოს სიჩქარე 128 კილობიტამდე წამში შეანელონ.