„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა "პროექტი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2 წელია, რაც ბუნკერში ზის. ჟურნალისტის ცნობით, ვისაც პუტინი პირისპირ ხვდება, ჯერ კარანტინში ათავსებენ და შეხვედრის წინ ავალდებულებენ, რომ გარკვეული ანალიზი ჩააბაროს.
"კოვიდპანდემიის დაწყებიდან ამ ჯანმრთელმა პრეზიდენტმა არაჯანმრთელად დაიწყო ქცევა. უკვე 2 წელია პუტინი ბუნკერში ზის და თითქმის ყველა შეხვედრას დისტანციურად მართავს. მათ კი, ვისაც პირისპირ ხვდება, წინასწარ ორკვირიან კარანტინში ათავსებენ და შეხვედრის წინ ავალდებულებენ, რომ განავლის ანალიზი ჩააბარონ. ვინ იცის, რა ინფექცია შეიძლება მიუტანონ ერის ბელადს?!", - ამბობს "პროექტის" ჟურნალისტი.
მათი ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში კრემლის ლიდერი ერთი თვით გაუჩინარდა, რა დროსაც მედიაში ანუ წინასწარ ჩაწერილი მასალა გადიოდა. პროექტის ავტორების თქმით, ამ გაუჩინარების შემდეგ პუტინი ათიოდე მეტრის რადიუსში არავის იკარებს.
სატელევიზიო პროექტში დეტალურადაა საუბარი იმ ექიმების შესახებ, რომლებიც პუტინს თან ახლდნენ „ტელეეკრანებიდან გაუჩინარების“ პერიოდებში.