ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 2018 წელს 7,5 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჩეჩნეთის ლიდერის მეუღლის მედნი კადიროვას შემოსავალმა გასულ წელს 60 ათასი რუბლი შეადგინა.
ასევე, პოლიტიკოსის ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა შვილმა წელიწადში 210 ათასი მანეთი გამოიმუშავა.
დეკლარაციის მიხედვით, კადიროვი ფლობს 3,6 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს და 2,3 ათას კვ.მ საცხოვრებელ კორპუსს. ჩეჩნეთის ლიდერის მეუღლეს აქვს ბინა 209 კვ.მ. სიდიდის.
მანამდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა გროზნოში რეზიდენციის გარშემო მიწის ფართობი რვაჯერ გაზარდა. ახლა მისი ქონება ქალაქის ცენტრში 30 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. ობიექტის საკადასტრო ღირებულებაა 12,7 მილიონ რუბლს შეადგენს.
კადიროვმა ქონება თავად შეიძინა თუ საჩუქრად მიიღო, ჯერჯერობით უცნობია. ასევე, რესპუბლიკის მეთაურს აქვს სახლი, რომლის ფართობია 2,3 ათასი "კვადრატი" მდინარე სუნჟაზე.
ჩეჩნეთის ლიდერი საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რუსეთ-უკრაინის განმავლობაში მოექცა. ის 12 შვილის მამაა.
ცოლთან, რომელსაც სკოლის მერხიდან იცნობს, უკვე წლებია ცხოვრობს და ერთად ზრდიან შვილებს. თუმცა ცნობილია კიდევ ერთი ქალი, რომელსაც მედია კადიროვის იდუმალ ცოლს უწოდებს. ოფიციალური ცოლი კი დიზაინერია და მუსლიმანი ქალებისთვის სამოსს ქმნის.
რამზანის უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ასევე დადის ლეგენდები, თუმცა ყველაფერი ზუსტად არ არის ცნობილი. ის არის უტყუარი, რომ აქვს საკმაოდ დიდი და ძვირად ღირებული მანქანების
კოლექცია, ასევე ცხენების - ეს ორი რამ ყოფილა, რაზეც კადიროვი განსაკუთრებით გიჟდება. და ასევე ხალხისთვის ცნობილი გახდა მისი 300-ათასდოლარიანი სასახლე, მისი რეზიდენცია, მოოქროვილი და ოქროს ნივთებით, მოზაიკური იატაკებით, უძვირფასესი ჭაღებით და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხაზინის ხარჯზე შეისყიდა და გააკეთა და არა თავისი ჯიბიდან.
შეგიძლიათ უშველებელ ტერიტორიაზე განთავსებული ამ სასახლის ფოტოები იხილოთ - ფოტოები ჯერ კიდევ მაშინ არის გადაღებული, როცა რემონტი სრულდებოდა და ბატონი რამზანი ჯერ არ იყო იქ გადაბარგებული თავისი ოჯახობით.
რუსული მედია საშუალებებით, დგინდება, რომ 2011 წელს, რამზან კადიროვი არც ბინებს და არც მანქანებს არ ფლობდა.
დეკლარაციის მიხედვით, 2010 წელს, კადიროვის შემოსავალმა 4 მილიონ 191 ათას 138 რუბლი შეადგინა. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხელფასი იყო და ცხოვრობდა 36 კვადრატული მეტრის ფართობის ბინაში, თუმცა რეგისტრირებული ქირის ხელშეკრულების პირობებით იყო და არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.
რესპუბლიკის მეთაურის მეუღლე მედნი კადიროვა ფლობს ბინას 209,8 კვ.მ. მ. ქალიშვილებს აიშატს და კარინა კადიროვებს აქვთ 1/8 წილი ამ ბინაზე.