„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ოლეკსანდრ კორნიენკო სოციალურ ქსელში წერს.
„ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო.
