ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1773345198
რუსეთის "სიურპრიზი" ფინეთს NATO-ში შესვლისთვის - ეს დაპირება თუ მუქარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახარობას ეკუთვნის, რომელსაც რუსული მედია გამოცემა აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ზახაროვა ფინეთს NATO-ში შესვლის საპასუხოდ მოულოდნელ სიურპრიზს ჰპირდება.
"მოსკოვი, 18 მაისი – რია ნოვოსტი. რუსეთის პასუხი ფინეთის გადაწყვეტილებაზე NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოულოდნელი იქნება, თუმცა ზომებს ჩვენი სამხედროები მიიღებენ", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
"ეს იქნება სიურპრიზი და ამას ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტი გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, ფინეთის გაწევრიანების პროცესი NATO-ში როგორ განვითარდება.
ყოველივე ამის საფუძველზე, პარამეტრების მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს სამხედროებს ეკუთვნის“, - უპასუხა მან კითხვას, თუ როგორ რეაგირებს მოსკოვი ალიანსში მეზობლის შესვლაზე.
სკანდინავიის ორმა ქვეყანამ (შვედეთი და ფინეთი) უკრაინაში რუსული "სპეცოპერაციის" ფონზე გრძელვადიან ნეიტრალიტეტზე უარი თქვა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობაზე საუბარი დაიწყო. NATO-ს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მათ თავის რიგებში სიამოვნებით იხილავს და სწრაფი ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.
მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO მიზნად კონფრონტაციას ისახავს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მისი შემდგომი გაფართოება ევროპას უფრო დიდ უსაფრთხოებას არ მოუტანს.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ მოსკოვი გაერთიანებაში ჰელსინკისა და სტოკჰოლმის შესაძლო მონაწილეობას ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს." - წერს გამოცემა.
ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1773345198
დასახელდა მარტის თვის ფავორიტი ნიშნები
1773345438
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369