პუტინი ამბობს, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება შეცდომა იქნება

პუტინი

„ამჟამად ფინეთის უსაფრთხოება დაცულია და ფინეთის გრძელვადიან ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმა შეცდომა იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ფინეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ჰელსინკი NATO-ში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში შეეცდება. გავრცელებული ცნობით, საული ნიინისტოს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მასშტაბურმა შეჭრამ უკრაინაში ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა.

მოსკოვმა სატელეფონო საუბარი „აზრთა გულწრფელ გაცვლად“ შეაფასა.

„ცვლილება დააზიანებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა კეთილმეზობლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სულისკვეთებით და იყო ურთიერთსასარგებლო“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.