ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა არ ექნება - ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ორი ქვეყანა დიდი ხანია ალიანსის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

„ფინეთი და შვედეთი, ისევე როგორც სხვა ნეიტრალური ქვეყნები, მრავალი წელია მონაწილეობენ  NATO-ს სამხედრო წვრთნებში.  NATO ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიას აღმოსავლეთით სამხედრო წინსვლის დაგეგმვისას.ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ალბათ, დიდი განსხვავება არ არის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.