პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ისტორიული მოვლენა იქნება. ამის შესახებ მან ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის გაფართოების საკითხზე კონსენსუსს მიღწეული იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ საერთო პოზიციაზე შევთანხმდებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ანკარა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
მისივე თქმით, ალიანსის წევრები ნატოს სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება, ევროპაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ცნობისთვის, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს