1728846029
რუსეთის შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ შენობებს თავს არ ესხმიან - პესკოვი
კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსები სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმიან და მომხდარი ტრაგედია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგი იყო. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ესხმიან საცხოვრებელ შენობებს ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ისინი ურტყამს სამხედრო ობიექტებს. თქვენ თავად ნახეთ უკრაინული მხარის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს ტრაგედია საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგი იყო“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსებმა 14 იანვარს დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს „X-22“ რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც, ბოლო ცნობებით, 30 ადამიანი დაიღუპა.