ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
1773316920
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვინც არ ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას, გული არ აქვს, ამის შესახებ პროკრემლისტური მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„საბჭოთა კავშირი რუსეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები - „ვინც არ ნანობს მის დაშლას, გული არ აქვს და ვისაც მისი აღდგენა სურს, ჭკუა არ აქვს". ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია“, - აცხადებს პესკოვი.